ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ათონის მთაზე მოღვაწე ბერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ათონის მთაზე მოღვაწე ბერს – გიგა ქავთარაძეს და მასთან ერთად დაკავებულ მოქალაქეს – რომან მალანიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
დაკავებულების ადვოკატის, ჯიტა გულუას ინფორმაციით, საპროცესო გარიგების თანახმად, ბერს ხუთი წლით პატიმრობა შეეფარდა, ასევე სამწლიანი პირობით მსჯავრი და 5000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
რაც შეეხება მეორე დაკავებულს – რომან მალანიას 6 თვით პატიმრობა განესაზღვრა, 3 წლის ვადით პირობითი მსჯავრი და 2 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
ცნობისთვის, ბერი და კიდევ ერთი მოქალაქე, რომან მალანია ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით იყვნენ დაკავებულები. ბერი პოლიციას თავად ჩაბარდა. გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.