ბორჯომის პარკში შესვლა უფასო გახდა
ბორჯომის ცენტრალურ (ისტორიულ) პარკში შესვლა წლის ბოლომდე უფასო გახდა. ეს ინიციატივა ბორჯომის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.
როგორც მერიაში აცხადებენ, გადაწყვეტილება შიდა ტურიზმის წახალისებისა და სტიმულირებისთვის ხელშემწყობი ფაქტორი იქნება. ამასთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, თვითდასაქმებულებს, იჯარის გადასახადზე შეღავათი შეეხებათ.
შეგახსენებთ, რონ ცენტრალურ პარკში ზაფხულის სეზონი 15 ივნისს გაიხსნება.
როგორც მერიაში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, ამჟამად ტერიტორიაზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და აღნიშნული თარიღისთვის პარკი სრულად კეთილმოწყობილი დახვდება ვიზიტორებს.