ქობულეთის სოფელ ჩეხედანაში ჩამოშლილმა მიწის მასამ საცხოვრებელი სახლი დააზიანა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩეხედანაში ჩამოშლილმა მიწის მასამ საცხოვრებელი სახლი დააზიანა. ადგილობრივების თქმით, მსგავსი შემთხვევა პირველი არ არის. ტერიტორიაზე მიწის მასის ჩამოშლის საფრთხე ყოველწელს იქმნება. დაზარალებული ოჯახი ფერდსამაგრი სამუშაოების ჩატარებას ითხოვენ.
“ყოველწლიურად საფრთხის წინაშე ვდგავართ, პრობლემის მოგვარება ჩვენი სახსრებით არ შეგვიძლია. სახლის კედლებზე ბზარები დღითიდღე მატულობს, ვითხოვთ დახმარებას”, – განაცხადეს ქათამაძეებმა.

როგორც ქობულეთის მერიაში ,,რეგიონულ კვირას” განუცხადეს, აღნიშნულმა მოქალაქემ მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით გასულ წელსაც მიმართა. ამ ეტაპზე შესწავლილია ოჯახის მდგომარეობა.მერიის ინფორმაციით, გეოლოგიური დასკვნაც არსებობს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სახლთან არსებული გზა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკუთრებას წარმოადგენს, სავალი ნაწილისა და ფერდის გამაგრების სამუშაოებს აღნიშნული უწყება უზრუნველყოფს.
ქობულეთის მერიასა და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ კიდევ უფრო დეტალურად შეისწავლიან მდგომარეობას და უახლოეს პერიოდში შესაბამისი ღონისძიებები დაიგეგმება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები