კოვიდინფიცირების მორიგი ფაქტი შიდა ქართლში – მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა

“კოვიდ 19”-ით დაინფიცირების მორიგი ფაქტი შიდა ქართლში. პაციენტი კასპში მცხოვრები შუახნის ქალია. ინფიცირების წყარო უცნობია.
როგორც „რეგიონულ კვირას“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენლმა, ეკა ქორჩაშვილმა განუცხადა ამ დროისთვის კასპში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა და დაინფიცირებული პაციენტის კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს.

„დღეს კასპში კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდა. ამ დროისთვის დაინფიცირებული ქალბატონის კონტაქტებში მყოფი 5 პირი თვითიზოლაციაშია მოქცეული. მიმდინარეობს ღრმა ეპიდემოილოგიური კვლევა . – განაცხადა ეკა ქორჩაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს შიდა ქართლის რეგიონში “კოვიდ 19”-ით დაინფიცირების ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის, რეგიონში კორონავირუსის 12 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან 2 – კასპში, 2 – ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ხიდისყურში, 8 კი – გორის მუნიციპალიტეტში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები