ასპინძის 2 სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა
სამცხე–ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტის ორ სოფელს, რუსთავსა და ხერთვისს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა. ქვეყნის მასშტაბით კი დამატებით, 58 დასახლების 26 ათას ადამიანს შესაძლებლობა მიეცა მაღალმთიანი დასახლების სტატუსით ისარგებლოს. გადაწყვეტილება 9 ივნისს პარლამენტმა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.
შეგახსენებთ, რომ სტატუსის მისაღებად, ცხოვრების 9-თვიანი პირობის ნაცვლად, 6-თვიანი პერიოდი განისაზღვრა.
ამას გარდა, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი გამყოფ ხაზთან მდებარე 19 დასახლებასაც მიენიჭა, რომელიც ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრზე მდებარეობს.
შეგახსენებთ, რო. მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის დაწესებულია როგორც სოციალური, ისე საგადასახადო შეღავათები მთაში ეკონომიკური საქმიანობის წახალისების მიზნით, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის მეშვეობით ფინანსდება ინფრასტრუქტურული პროექტებიც.
ცნობისთვის, საქართველოში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ქვეყნის 1,795 დასახლებას აქვს. მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით კი 272 ათასზე მეტი მოქალაქე სარგებლობს.