სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბორჯომში სამუშაო შეხვედრა გამართა
სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრაზე კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისათის გაწეული დახმარების საკითხები განიხილა.
სახელმწიფო რწმუნებული კორონავირუსის პერიოდში გატარებული პრევენციული ღონისძიებებით დაინტერესდა.
შეხვედრის შემდეგ მხარის რწმუნებულმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ადგილზე მოინახულა ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.
სახელმწიფო რწმუნებული რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მსგავს შეხვედრებს გამართავს და არსებულ პრობლემებს პირადად გაეცნობა.