თარაშ კანდელაკს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
8 ივნისს გორში ახაგაზრდებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე დაკავებულ თარაშ კანდელაკს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა დაცვის მხრის შუამდგომლობა 20 000-ლარიანი გირაოს შეფარდების შესახებ არ დააკმაყოფილა.
პროკურორი ია მეფარიშვილის განცხადებით, ბრალდების მხარის შუამდგომლობას პატიმრობასთან დაკავშირებით, დანაშაულის სიმძიმე განაპირობებდა, ასევე ბრალდებულის მხრიდან მიმალვის საფრთხე, რადგან ბრალდებულს ამ დრომდე საქართველოს საზღვრები არაერთხელ აქვს გადაკვეთილი.
საქმის პროკურორის განმარტებით, საგამოძიებო პროცესში ბრალდებულს გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი არ აქვს და ასევე ამ დრომდე უცნობი რჩება ბრალდებულის ტელეფონისა და მაისურის ადგილმდებარეობა , რომელიც განსასჯელს 8 ივნისის ღამეს ეცვა.
სასამართლო პროცესზე ბრალდებულის ინტერესებს 5 ადვოკატი იცავდა. დაცვის მხარე გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, თარაშ კანდელაკის პატიმრობაში დატოვების შესახებ, უსამართლოდ მიიჩნევს
მოსამართლე გერმანე დადეშქელიანის გადაწყვეტილებით წინასასამართლო სხდომა 31 ივლისს ჩაინიშნა.
შეგახსენებ , რომ 18 წლის ერეკლე თედლიაშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით გამოძეიბა სსკ-ის 217-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, თარაშ კანდელაკს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ცნობისთვის, ირაკლი თედლიაშვილი საავადმყოფოში ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა.