მდინარე ალაზანში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მდინარე ალაზანში მაშველებმა 60 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
შემთხვევა დედოფლისწყაროში გუშინ საღამოს მოხდა, როცა გიორგი ანთაური, მეგობრებთან ერთად მდინარეში შევიდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო. არსებული ინფორმაციით კაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

როგორც “რეგიონულ კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო როგორც კახეთის სამაშველო ჯგუფები, ასევე თბილისის სწრაფი რეაგირების განყოფილების მყვინთავები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები