იმერეთში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

იმერეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. წყალტუბოს საკარანტინე სივრციდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ცოლ-ქმარი გადაიყვანეს, რომელთაც ბაქოში მოგზაურობის ისტორია აქვთ.

კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის განცხადებით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

“წყალტუბოს საკარანტინე სივრციდან კიდევ ორი პაციენტი დაგვემატა, რომლებსაც მოგზაურობის ისტორია აქვთ ბაქოში. ახალგაზრდა ცოლ-ქმარის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“,- განაცხადა ნადირაძემ.

ამ დროისთვის, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი მკურნალობს, ორი კი საეჭვო სიმპტომებით ბოქსირებულ პალატებშია მოთავსებული. მათ დღის განმავლობაში ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდებათ.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები