ქუთაისში, მდინარე წყალწითელაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

ქუთაისში, მდინარე წყალწითელაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, მოზარდს ქვაზე ფეხი დაუცურდა და მდინარეში გადავარდა, თანატოლებმა კი მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
როგორც „რეგიონულ კვირას“ ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო ცენტრში განუმარტეს, სამედიცინო დახმარების ჯგუფს ბიჭი დაღუპული დახვდა.
„როდესაც მივედით, ბიჭი მდინარიდან ამოყვანილი იყო, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“,- აცხადებს მაია რუხაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები