მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხოვრებ ას ოჯახს სურსათ-სანოვაგე გადაეცემა

ასოციაცია „ნაკვალევი“ და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია „აჰმადია მუსლიმ ესოსეიშენ“ (AHMADIYA MUSLIM ASSOCIATION) მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ას ოჯახს დაეხმარება. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სასურსათო კალათა, რომელშიც სხვადასხვა სახის პროდუქტი შედის, დღეს სამხარეო ადმინისტრაციას გადასცეს. გუბერნატორის ადმინისტრაცია კი სურსათ-სანოვაგეს რეგიონის მასშტაბით, ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე გადაანაწილებს.

სახელმწიფო რწმუნებულმა, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შალვა კერესელიძემ გამოჩენილი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის ორგანიზაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი საქველმოქმედო სახის აქციები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია.

ახალი კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და იძულებით გადაადგილებულ პირებზე ჯამში, სულ 12 588 სასურსათო კალათაა გაცემული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები