მცხეთის ცენტრალურ მოედანზე სკვერის სამკითხველო გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივითა და მცხეთის მერიის ხელშეწყობით, მცხეთის ცენტრალურ მოედანზე სკვერის სამკითხველო გაიხსნა.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, გახსნის ცერემონიალზე წიგნის ბუდე, რომელიც სკვერში განთავსდა, ეროვნულმა ბიბლიოთეკამ წიგნებით მოამარაგა.  გამოცემები ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის იქნება საინტერესო.

მათივე ცნობით, პროექტის მიზანია , მოხდეს ბეჭდური წიგნის პოპულარიზაცია, გახდეს ის უფრო ხელმისაწვდომი მკითხველისთვის და მცხეთას კიდევ ერთი პატარა ლამაზი სამკითხველო კუთხე შეემატოს.

“წიგნის ბუდის  კარი ყოველთვის ღიაა, ნებისმიერ მკითხველს შეუძლია აიღოს წიგნი, წაიკითხოს, ისიამოვნოს, გაუფრთხილდეს და აუცილებლად დააბრუნოს უკან. ასევე შეუძლია  ბოლო გვერდზე თავისი შთაბეჭდილებები გაუზიაროს მომდევნო მომხმარებელს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ღონისძიებას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – მარინა ზურაბიშვილი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი – გიორგი კეკელიძე, მოადგილე – მირიან ხოსიტაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორი – შორენა არჯევანიძე, ბიბლიოთეკარები და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები