კელი დეგნანი გორში USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორების შეკრებას დაესწრო

გორში ვიზიტად მყოფი აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორების შეკრებას დაესწრო.

შეხვედრაზე, რომელსაც მოქმედი და მომავალი ლიდერები ესწრებოდნენ, ელჩმა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობაზე და იმ წვლილზე ისაუბრა, რომელიც საზოგადოების წარმომადგენლებს შეაქვთ თემში და მოქალაქეებზე ორიენტირებულ დემოკრატიულ საქართველოში.

USAID-ის ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდებთან შეხვედრაზე ელჩი ადგილობრივი ახალგაზრდების გამოწვევებს და პერსპექტივებსაც გაეცნო და ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის და აქტიურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები