ანტიკორუფციულმა სააგენტომ ზუგდიდის მერიიდან თეატრის ქუჩაზე მდებარე მიწის გასხვისების საქმეზე დოკუმენტაცია გამოითხოვა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან კომპანია m2-სთვის თეატრის ქუჩაზე მდებარე მიწის გასხვისების საქმეზე, დოკუმენტაცია გამოითხოვა.

ამის შესახებ ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” უწყებაში დაუდასტურეს.

“გიდასტურებთ, რომ დოკუმენტაცია გამოთხოვილია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამოძიება უკვე დაიწყო”,- განაცხადეს სუსში.

“ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე – ანა წითლიძემ, პროკურატურაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი შენგელიას წინააღმდეგ საჩივარი 2 ივნისს შეიტანა. წითლიძე ზუგდიდის მერს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.

ცნობისთვის, ზუგდიდში, თეატრის ქუჩაზე მდებარე 8 964 კმ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა, კომპანია m2-მა ელექტრონული აუქციონის გზით, 2019 წლის 13 ივნისს 7 270 118 ლარად შეიძინა. კომპანიას 8 მლნ აშშ. დოლარის ინვესტიიციის ვალდებულება გააჩნია,რომლის ფარგლებში კომპანია m2-მა 80 ნორიანი ბრენდული სასტუმრო უნდა ააშენოს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები