ქობულეთში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია და ახლის მოწყობა გრძელდება
ქობულეთში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია გრძელდება. ამ ეტაპზე, უკვე დასრულებულია ახალსოფლისა და მუხაესტატეს მოედნების კეთილმოწყობა. ძველი, მწყობრიდან გამოსული სტადიონების ნაცვლად, ადგილზე ახალი, გამართული ინფრასტრუქტურის მქონე მოედნები კეთდება.
2020 წელს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში 8 სტადიონის რეაბილიტაცია და 4 ახალი მოედნის მოწყობაა დაგეგმილი. მოედნების რეაბილიტაციისა და მოწყობის სამუშაოების ნაწილი უკვე დასრულებულია.