ტიტე აროშიძე – ”ნაციონალურ მოძრაობას”: იუნკერების საფლავების მიწა თქვენ 1 ლარად გაყიდეთ
“მაყვალა ყანჩაველი, პეტრე ეზუგბაია და ილარიონ ბაღოშვილი – რაიმეს გეუბნებათ ეგ სახელები? რა თქმა უნდა არ გეცოდინებათ. მე ჩემი ბავშვების ისტორიას ამ გმირების, იუნკერების ისტორიაზე ვაგებ და ამ ისტორიას ვასწავლი. სამწუხაროდ, თქვენ არ იცით ეს ისტორია. თქვენი ხელისუფლების დროს იუნკერების ადგილი ბრძანებით 1 ლარად არის გაყიდული. იუნკერების საფლავების მიწა თქვენ 1 ლარად გაყიდეთ” – ამ სიტყვებით მიმართა “ნაციონალურ მოძრაობას” აჭარის სოფლის მეურნეობის მინიტრმა , ტიტე აროშიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” სტუმრობისას.
“ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, ტიტე აროშიძემ ოპონენტებს უთხრა, რომ მათი ხელისუფლების პირობებში, აჭარაში არცერთი პროექტი არ არის გაჩერებული.
““მეტრო” სითის პროექტი, რომელიც ერთ ლარად იყო გაცემული, ჩვენს დროს უკვე გაიყიდა სამ მილიონ-ნახევარ ლარად. შემდეგი პროექტი არის “ენვილ ბათუმი”, თქვენს დროს გაცემული ერთ ლარად, ჩვენს დროს საპრივატიზაციო ღირებულებას შეადგენდა დაახლოებით 4 მილიონ-ნახევარ ლარს. როდესაც თქვენ საუბრობთ ინვესტიციებზე და მოცულობებზე, უნდა იცოდეთ, რომ თქვენს მიერ ერთ ლარად გაყიდული ქონებებით ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა, რომ დიდი კაპიტალ დაბანდება მოეხდინა ბიუჯეტში და საინვესტიციო პროექტებად ექცია. დღეს აჭარაში ჩვენ გვაქვს გაუჩერებელი პროექტები!”, – განაცხადა ტიტე აროშიძემ.