ქობულეთში 9 აპრილის მემორიალი მოეწყო
ქობულეთის მუნიციპალიტეტში 9 აპრილის მემორიალი მოეწყო. პროექტის მშენებლობა 9 აპრილის სკვერში მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო. სამუშაოები აპრილის დასაწყისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა მსოფლიო პანდემიისა და ჩვენს ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, ინფრასტრუქტურული პროექტი შეჩერდა.
1989 წლის 9 აპრილს, დაღუპული ახალგაზრდების პატივისცემის ნიშნად სკვერში მემორიალის მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულებულია. სამუშაოები კომპანია „ჯეო ბილდერმა“ შეასრულა, რისთვისაც 22 740 ლარი დაიხარჯა.