გურჯაანში სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის თანამშრომელი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გურჯაანის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის თანამშრომელი ზ.ს. საკუთარ სახლში დააკავა. წინასწარი ინფორმაციით, მან წვევამდელის სამხედრო სამსახურში გაწვევის გადასავადებლად, ქრთამის სახით, 250 ლ. აიღო.

„ ჩვენი ინფორმაციით, გურჯაანის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის თანამშრომელი დაკავებულია ქრთამის აღების ფაქტზე, დაველოდოთ გამოძიებას და სამუხაროდ თუ დადასტურდა, ყველამ უნ და ვაგოთ კანონის წინაშე პასუხი“ – განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა.

ინფორმაციას ადასტურებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურშიც, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები