კახეთის კლინიკებში გახსნილი „ცხელების ცენტრები“ გაუქმდა

კახეთს რეგიონის კლინიკებში ​ “კოვიდ 19″ – ის გამო გახსნილი „ცხელების ცენტრები“ გაუქმდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა.

„ე.წ ცხელების ცენტრები კახეთის კლინიკებში გაუქმდა და კლინიკებს მიეცათ უფლება ჩვეულებრივ, პაციენტების მიღებისა. თუმცა, თუ  საჭიროება დადგა და ვინმე ცხელების სიმპტომებით იქნება, მათზე ჩვეულებრივ მოხდება ნიმუშების აღება და გამოსაკვლევად გადაგზავნა,“- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

ცნობისთვის, „ცხელების ცენტრები“ თელავის, ლაგოდეხისა და საგარეჯოს საავადმყოფოებში იყო გახსნილი და იქ მხოლოდ მომატებული ტემპერატურის მქონე პაციენტებს იღებდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები