გორში მომხდარი ჩხუბის გამო დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა
გორში , რესტორან “ჟოზეფის” მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ჩხუბის გამო დაკავებულ თ. კ -ს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.
დღესვე, ბრალდების მხარე სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების შუამდგომლობით მიმართავს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 3- დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ცნობისთვის , ახალგაზრდებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაშავებული 18 წლის ერეკლე თედლიაშვილი უკვე მესამე დღეა თბილისში კლინიკა „ ჯერარსის“ რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება. მედიკოსები დაშავებული ბიჭის მდგომარეობას კრიტიკულად მძიმედ აფასებენ.