სოფელ ქვემო ბოდბეში ახალშობილი იპოვეს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში ახალშობილი იპოვეს. ადგილობრივებმა ბავშვი ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს და პოლიცია გამოიძახეს.
ამ დროისთვის, წნორის „არქიმედეს“ კლინიკაშია გადაყვანილი და მედიკოსების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც „რეგიონულ კვირას“ შსს- ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 127- ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.