კახეთში ეპიდვითარება სტაბილურია – თვითიზოლაციიდან ყველა პირი მოიხსნა

კახეთის რეგიონში ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, თვითიზოლაციიდან ყველა პირი მოიხსნა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე 4 საკარანტინე ლოკაციაზე 145 მოქალაქე რჩება.
რეგიონში, ბოლო 24 საათში ლუგარის ლაბორატორიაში 32 ნიმუში გაიგზავნა და ყველა მათგანის პასუხი კოვიდ 19 – ზე უარყოფითია.

კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში ჯამში, 4746 ნიმუშია გაგზავნილი. აქედან 1541- მედპერსონალის,1734 – საკარანტინე სივრცეებიდან, 223 – შშმ პირის და 33 ტრაილერის მძღოლის.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები