დაბა კულაშის ადმინისტრაციულ ერთეულში ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო
დაბა კულაშის ადმინისტრაციულ ერთეულში, გაგარინის, ჭავჭავაძის, მშვიდობის, ყაზბეგის, ბაგაურის და გაგარინის ქუჩებზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო.
როგორც “რეგიონულ კვირას” სამტრედიის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, აღნიშნული სამუშაოები, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “არქეოპოლისმა” შეასრულა და რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდა.
მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტის მერმა – ვალერი ფოცხვერიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.