აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო ტენდერი მიმდინარეობს

აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო ტენდერი მიმდინარეობს.
სატრანსპორტო საშუალებების, ექსპლუატაცია-უზრუნველყოფის მოწყობილობებისა და სარემონტო მასალების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში მიღებული სატენდერო პაკეტები გაიხსნა.
სატენდერო პაკეტების გახსნა ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარდა. შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე თორნიკე კუჭავა, სს „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორი თეიმურაზ ბედინაძე და საერთაშორისო ტენდერში მონაწილე კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღნიშნული საერთაშორისო ტენდერის ფარგლებში დაგეგმილია ქვემოთ ჩამოთვლილი სატრანსპორტო საშუალებების, სპეცტექნიკის და სარემონტო მასალების შესყიდვა:
I ლოტი: 5 ასანიზაციის სპეციალიზირებული მანქანა 3 მ³ მოცულობის ავზით, 2 ასანიზაციის/ჰიდრავლიკური (ჭავლით მოქმედი) მანქანა 5 მ³ მოცულობის ავზით
II ლოტი: 5 ერთეული ექსკავატორ-დამტვითველი, 7 ერთეული პიკაპის ტიპის სატრანსპორტო საშუალება, პარამეტრებით 4×4, 5 ერთეული 4 ტონიანი სატვირთო ავტომანქანა ამწე-კრანით, 1 ერთეული მსუბუქი (სამგზავრო) ავტომობილი
III ლოტი:
სხვადასხვა მოწყობილობა და ხელსაწყოები წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების საექსპლუატაციო და უზრუნველყოფითი სამუშაოებისთვის. ლაბორატორიის მოწყობილობა, სხვადასხვა მასალა სარემონტო სამუშაოებისთვის (მილები: სხვადასხვა სარემონტო მასალა DN 20 – 63 მმ წყლის მილებისთვის).
წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კომპანიების შეფასება მოხდება. ტენდერი საერთაშორისო, კონკურენტუნარიანი სატენდერო პროცედურების და KfW ბანკის შესყიდვების მეთოდური საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები