ბათუმში გარემოვაჭრეების აქცია მიმდინარეობს

ბათუმში გარემოვაჭრეები აქციას მართავენ. ამ წუთებში, აქციის მონაწილეები მსვლელობით, აჭარის მთავრობის სახლის წინ მიდიან, სადაც გასაყიდ ნივთებს გამოფენენ. საუბარია იმ მოვაჭრეებზე, რომლებსაც ერთი წლის წინ ბათუმის მერიამ წერეთლის ქუჩაზე გარევაჭრობა შეუზღუდა, სანაცვლოდ კი ალტერნატიული ფართი შესთავაზა.
მოვაჭრეების თქმით, აღნიშნულ ტეროტორიაზე არ მიდიან მომხმარებლები. ისინი პრიბლემაზე დროულ რეაგირებას აჭარის მთავრობას სთხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს გააგრძელებენ.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე ათეულობით თვითდასაქმებული წლების განმავლობაში ვაჭრობდნენ. ბათუმის მერიამ 2018 წელს მათ ალტერნატიული ფართი შესთავაზა და ბათუმის ავტოსადგურის ტერიტორიაზე ფართი გამოუყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები