ცაგერში ავტომობილი წყალსაცავში გადავარდა – მაშველები მამაკაცს ეძებენ

ცაგერის მუნიციპალიტეტში „ლაჯანურგესის“ წყალსაცავში, ე.წ. საგუბარში, ავტომობილი გადავარდა, რომელშიც 2 მამაკაცი იმყოფებოდა, შემთხვევა დილით, ადრე მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის ადგილობრივ სამსახურში „რეგიონულ კვირას“ განუცხადეს, მაშველებმა ერთი მამაკაცის გადარჩენა მოახერხეს, ხოლო მეორე მამაკაცის ძებნა ამ წუთებშიც, მიმდინარეობს.
როგორც „რეგიონული კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტით მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სამედიცინო სამსახურები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები