იმერეთში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2000-მდე ობიექტს ჩაუტარდება

ხონის მუნიციპალიტეტის სოფლების გუბისა და ჯიხაიშის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. სარეაბილიტაციო სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ხონის მუნიციპალიტეტის მერთან ლადო ჯურხაძესთან ერთად დაათვალიერა.იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით 2000-მდე ობიექტზე ჩატარდება.

“იმერეთში გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, სამუშაოები დაახლოებით 500 ობიექტზე აქტიურად მიმდინარეობს. ამჟამად, დასრულებული გვაქვს დაახლოებით 200 ობიექტი, მთლიანად წელს ჯამში 2000-მდე ობიექტზე გაიშლება სამუშაოები და დასრულდება წლის ბოლომდე. ეს შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, სკოლებს, სკოლამდელ დაწესებულებებს და ა.შ.”, – განაცხადა ზვიად შალმბერიძემ.

გუბისა და ჯიხაიშის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება და ჯამში 3 065 გრძივი მეტრი ასფალტო-ბეტონის გზა მოეწყობა. შესაბამისად, ადგილობრივები გადაადგილებას უფრო სწრაფად, უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები