რუსთავში მამაკაცი დაჭრეს

რუსთავში გვიან ღამით, 29 წლის მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ძველ ბაზართან მოხდა.
“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, მამაკაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.

მამაკაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც სამედიცინო დაწესებულებში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, პაციენტი კლინიკაში შოკურ მდგომარეობაში შეიყვანეს, მას შემავალი ჭრილობა მუცლისა და გულმკერდის არეში აღენიშნებოდა.

როგორ შსს-ში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები