“არ ჩაუდენია ის დანაშაული, რაზეც ხდება აპელირება” – გორში დაჭრის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატი
8 ივნისს გორში, ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირების საქმეზე დაკავებული, თარაშ კანდელაკის ადვოკატი შოთა მანელიძე საქმის ახალ დეტალებზე საუბრობს. მისი თქმით, მის დაცვის ქვეშ მყოფს არ ჩაუდენია ის დანაშაული რაზეც ხდება აპელირება. მანელიძემ ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია, შემთხვევის ადგილზე თარაშ კანდელაკის გარდა სხვა პირების ყოფნის შესახებ. უფლებადამცველმა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების მიზეზებზე არ ისაუბრა, თუმცა აღნიშნ, რომ მხარეებს შორის ურთიერთშელაპარაკება არ მომხდა.
„ ჩვენთვის ამ შემთხვევაში, კანდელაკების ოჯახსისთვის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს ახალგაზრდა ბიჭის ჯანმრთელობის მდომარეობა, საუბარია ერეკლე თედლიაშვილზე. ჩვენ შეგნებულად თავს ვიკავებთ ზედმეტი კომენტარების გაკეთებისგან და ამ ეტაპზე, ერთერთი უმთავრესი საზრუნავი არის დაშავებულის ჯანმთელობის მდგომარეობა.
კატეგორიულად მინდა განვაცხადო რომ ინციდენტის ადგილას იმყოფებოდა მხოლოდ და მხოლოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თარაშ კანდელაკი. შეხვედრა მქონდა არაერთხელ და ხდებოდა გარკვეულ საკითხებზე აზრების გაცვლა გამოცვლა, თუმცა ამ ეტაპისთვის მინდა გითხრათ ბრალთან მიმართებაში, ასეთი საკითხი ჯერ არ დამდგარა, კონკრეტული ერთობლივი პოზიცია არ გვაქვს ჩამოყალიბებული, თუმცა ამ შემთხვევაში, ყველა ის გარემოება და ვითარება ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ ჩემს დაცვის ქვეშ არ ჩაუდენია ის დანაშაული, რაზეც ხდება აპელირება.
მოტივთან მიმართებაში , ამ ეტაპზე თავს შევიკავებ და აქვე წინსწრებად მინდა გითხრათ, რომ ფაქტობრივად, ბუნებაში არ არსებობს კონკრეტული რაიმე საწყისი, რაც უძღოდა წინ, ურთიერთ შელაპარაკებაზე საუბარი არ არის, არავითარი განზრახვის არსებობაზე საუბარი არ შეიძლება იყოს.
მე ამ შემთხვევაში ვსაუბრობ თარაშის ინტერესებიდან გამომდინარე და მისი გარკვეული გადმოცემიდან გამომდინარე, რომ მისი მხრიდან არცერთი კონკრეტული ადამიანი , მასთან თანმხლები პირი ბუნებაში არ არსებულა და ინციდენტის ადგილას მარტო იყო.
მას აღენიშნება არაერთი დაზიანება სხეულზე და გუშინ შესატყვის პერიოდში თარაშთან ერთად ვიმყოფებოდი სამხარაულის, ექსპერტიზის ბიუროში, სადაც, როგორც დოკუმენტურად ასევე, ფოტოებზე დაფიქსირდა ყველა ის დაზიანება რაც აღენიშნება ჩემს დაცვის ქვეშ”,- განაცხადა შოთა მანელიძემ.
რაც შეეხება შემთხვევის შედაგად დაზარალებულ 18 წლის ერეკლე თედლიაშვილს, ის უკვე მეორე დღეა თბილისში კლინიკა „ჯერარსის“ რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მედიკოსების განცხადებით, დაშავების ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
შეგახსენებთ, პოლიციამ გორში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული თ.კ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ქალაქ გორში, სტალინის ქუჩაზე მდებარე რესტორან “ჯოზეფში”, 2001 წელს დაბადებულ ე.თ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მძიმედ დაშავებული ე.თ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.