დუშეთში ლომისობა აღნიშნეს

დუშეთში ლომისობა აღნიშნეს. ლომისობის დღესასწაული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთაში მცხოვრებვი მოსახლეობისათვის.
სოფელ მლეთაში ლომისობის დღესასწაული, ტრადიციულად ყოველ წელს, აღდგომიდან მე-7 კვირას უძველეს ტაძარში აღინიშნება. ეს დღესასწაული დაკავშირებულია რწმენასთან და განსაკუთრებულად გამორჩეული ძალისა და მადლის მქონეა.
ლომისა მთიულეთის, ქსნის და ხევის მოსახლეობის მთავარი სალოცავია, ამიტომ ეს დღესასწაული მთლიანი რეგიონისთვის და მთაში მცხოვრები მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ეს დღე უჩვეულო ხალხმრავლობით გამოირჩევა, მლოცველები მთელი საქართველოდან იკრიბებიან.
ადგილზე ვითარებას შინაგან საქმეთა სამინისტროს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები აკონტროლებდნენ, ასევე დღესასწაულზე სასწრაფო დახმარების ექიმებიც იმყოფებოდნენ.

სოფელ მლეთაში ლომისობის დღესასწაულს სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის რეგიონში,შალვა კერესელიძეც დაესწრო და მრევლს დღესასწაული პირადად მიულოცა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები