ქუთაისში რამდენიმე სპორტული სკოლის და დარბაზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქუთაისში რამდენიმე სპორტული სკოლის და დარბაზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი – დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე -რამაზ ჩხიკვაძე და ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი – კობა ფხაკაძე ფარიკაობის სპორტულ სკოლას და კრივის დარბაზს ეწვივნენ და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

ლევან კირკიტაძის სახელობის ფარიკაობის სპორტული სკოლის რეაბილიტაცია როგორც შენობის ფასადის განახლებას, ასევე ინტერიერის მოწესრიგებას მოიცავს – შეიცვლება კარ-ფანჯრები, იატაკი და ჭერი, გათბობის, წყალგაყვანილობის და ელექტროობის სისტემები.

სამუშაოებს შპს“ ბოუერი“ აწარმოებს. ფარიკაობის სპორტული სკოლის შეკეთებისთვის 77 774 ლარია გამოყოფილი და სექტემბერში უნდა დასრულდეს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს პუშკინის ქუჩაზე მდებარე კრივის დარბაზშიც. შენობაში სრულად შეიცვლება კარ-ფანჯრები, ამორტიზირებული ხის, მეტლახის და კაფელის იატაკები და ჭერი. განახლდება რინგის დარბაზი, გასახდელები, საშხაპეები, ანტრესოლი. კრივის დარბაზის რეაბილიტაციაზე 10 9961 ლარი დაიხარჯება. ტენდერში გამარჯვებულმა შპს “ბა-ნიმ” სამუშაოები ოქტომბერში უნდა დაასრულოს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები