გიორგი გახარია სოფელ ნიქოზის ამბულატორიის სამედიცინო პერსონალს შეხვდა
პრემიერმინისტრი შიდა ქართლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის ამბულატორიაში იმყოფებოდა, სადაც სამედიცინო პერსონალს შეხვდა.
გიორგი გახარია მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო და პანდემიის პირობებში ამბულატორიის მუშაობის თაობაზე პირადად მიიღო ინფორმაცია. როგორც პრემიერმა აღნიშნა, პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლის ამბულატორიებმა გამართულად იმუშაონ და მათთვის საჭირო ყველა ტექნიკით და მედიკამენტით იყვნენ უზრუნველყოფილნი.
მთავრობის მეთაური ზემო ნიქოზში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ – ლევან დავითაშვილთან და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან – გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად იმყოფებოდა.