წლის ბოლომდე ხაშურს 13 კმ-იანი ოთხზოლიანი მაგისტრალური შემოვლითი გზა ექნება

2020 წლის ბოლომდე ხაშურს 13 კმ-იანი ოთხზოლიანი მაგისტრალური შემოვლითი გზა ექნება, – სამშენებლო სამუშაოები, რომელიც სხვა სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტების მსგავსად, საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც არ შეჩერებულა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილსა და შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორ გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად დაათვალიერა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ქარსელაძემ პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამ დროისთვის, სამუშაოები 1,9 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარეობს, სადაც ასევე შენდება 420-მეტრიანი ხიდი, რომელსაც საქართველოში ყველაზე მაღალი ბურჯები ექნება.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აღნიშნული მონაკვეთი, ქვეყნის მთავარი სატრანზიტო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და მისი ექსპლუატაციაში შესვლით ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. პროექტის დასრულების შედეგად, ასევე გაიზრდება ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონე და შემცირდება მგზავრობის დრო, გადაზიდვების ხარჯები, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას და შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას.
ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის დარჩენილი 6.4 კმ-იანი გზის მშენებლობისთვის, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატენდერო წინადადებების შერჩევა-შეფასება.

პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში აშენდება 4-ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, მოეწყობა წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები