“ბექბოტი” და “ბექმედი” – ადამიანის ორგანიზმში კორონავირუსის არსებობის დამდგენი ხელოვნური ინტელექტი
„ბექბოტი“ და „ბექმედი“ – ეს 16 წლის ბექა შეროზიას შექმნილი ჩატბოტი ანუ ხელოვნური ინტელექტია, რომლის მომხმარებელი, ფეისბუქში დარეგისტრირებული ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს.
ზუგდიდელი მოზარდი ამბობს, რომ ჩატბოტი „ბექმედი“ სწორედ ადამიანების დასახმარებლად შექმნა, უფრო კონკრეტულად კი მსოფლიო გამოწვევა კორონავირუსთან წინააღმდეგ ბრძოლაში იგი გარკვეულ ფუნქციას ასრულებს.
“ბექმედი” ხელოვნური ინტელექტია, რომელსაც შეუძლია გარკვეულ კითხვებზე დაყრდნობით, გამოთვალოს კორონავირუსის არსებობის ალბათობა პროცენტულობით. ასევე მას შეუძლია მოიძიოს ახლომდებარე აფთიაქები, საავადმყოფოები და სასტუმროები. მომხმარებლის მიერ დასმული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, მას გადაყავხართ იმ საიტზე, სადაც განთავსებულია ზუსტი და გადამოწმებული სანდო ინფორმაცია. მას შეუძლია სამ ენაზე (ქართული, ინგლისური, რუსული) თარგმნაც“, – ამბობს ბექა.
კითხვაზე თუ რითი განსხვავდება ბექას მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტი სხვა ჩატბოტებისგან იგი განმარტავს:
„მივესალები, რომ ჩვენს ქვეყანაში ტექნოლოგიები ვითარდება ამ მხრივ, მაგრამ მსგავსი კომპლექსური სისტემა, როგორც თუნდაც „ბექბოტს“ ან „ბექმედის“ ჩატბოტს აქვს, მე საქართველოში არ მინახავს, რაც უცხოურ კონტენტზეც ძნელი მოსაძებნია. მას შეუძლია ნებისმიერი ინფორმაცია თუ ვიდეო მოიძიოს და უსაფრთხოდ გაეცნოს მას მომხმარებელი“,- აღნიშნავს მოზარდი.
ამ ეტაპზე „ბექბოტს“ 50 000-მდე, ხოლო „ბექმედს“ 10 000-მდე მომხმარებელი ყავს.
ბექას ჯერ ვერ გადაუწყვეტია, მომავალში ცხოვრების პროფესიად აირჩევს თუ არა პროგრამისტობას, მაგრამ დაგეგმილი აქვს ჩატბოტები აპლიკაციად აქციოს.