ანაკლიაში დგებუაძის ქუჩის მცხოვრებლებმა გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გამართეს
ანაკლიაში, დგებუაძის ქუჩაზე მცხოვრებლებმა გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.
ადგილობრივები თქმით, ტურისტული სეზონი მალე იხსნება და საკითხის მოგვარების მოთხოვნით ხელისუფლებას უკვე, არაერთხელ მიმართეს.
როგორც, „რეგიონულ კვირას“ ზუგდიდის მერიაში განუცხადეს, ამჟამად გზის რეაბილიტაციის სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარეობს, რის შემდგომაც მეორე ეტაპის სამუშაოები განხორციელდება.
„პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის გამოყოფილია 300 000 ლარამდე, გზის სიგრძე შეადგენს 520 მეტრს, პირველი ეტაპი ერთ თვეში დასრულდება, სამუშაოებს შპს ” ბილდინგ გრუპ 17 ” ახორციელებს.რაც შეეხება მეორე ეტაპს, სამუშაოების დაწყება წლის ბოლოსკენ იგეგმება “, – აცხადებენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში.