ახალციხეში მრავალსართულიანი კორპუსების ფასადებისა და სადარბაზოების რეაბილიტაცია გრძელდება

ქალაქ ახალციხეში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადებისა და სადარბაზოების რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.სამუშაოები რუსთაველისა (№99, №99ა, №101,№103, №107) და აპინძის ქუჩებზე (№36) მდებარე მრავალსართულიან კორპუსებზე მიმდინარეობს.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, ხორციელდება საცხოვრებელი სახლების ფასადების მოპირკეთება და შეღებვა, სადარბაზოებისა და აივნების კეთილმოწყობა, სადარბაზოებში იცვლება ფანჯრები და კორპუსების მაცხოვრებლები რკინის ახალი კოდირებული კარით ისარგებლებენ.

“სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ქალაქის იერსახისა და   მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს მოწესრიგება,  ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია, შესაბამისად საცხოვრებელი სახლების ფასადების, სადარბაზოების და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ეტაპობრივად გაგრძელდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები