სოფელ კურდღელაურში შექმნილ წყლის პრობლემაზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

სოფელ კურდღელაურის მცხოვრებთა ნაწილს წყალმომარაგების პრობლემები სასმელი წყლის სამეურნეო მიზნებისთვის გამოყენების გამო შეექმნა – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.

“გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია თელავში, სოფელ კურდღელაურის მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის 1200 აბონენტს, ყოველდღიურად, არსებული ორი რეზერვუარიდან, 100 ტონამდე წყალს აწვდის.
თუმცა, იმის გამო, რომ ადგილობრივი მოსახლეობა სასმელ წყალს იყენებს სამეურნეო მიზნებისთვის, პრობლემები ექმნება მაღალ ადგილებში მცხოვრებ 30-40 -მდე ოჯახს.
ერთ კვირაში, წყალმომარაგების კომპანიის მიერ მრიცხველის კვანძის გადალუქვის სამუშაოს დასრულების შედეგად, შემცირდება სასმელი წყლის არარაციონალური მოხმარება და მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს წყლის სტაბილური მიწოდებით.
მრიცხველის კვანძების გადალუქვის სამუშაოების დასრულებამდე კი კომპანია ოჯახებისთვის წყლის მიწოდებას წყალმზიდების საშუალებით განაგრძობს”, – ნათქვამია კომპანიის გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები