შინდისში სასმელი წყლის სისტემები ეწყობა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.
სოფლის ერთ-ერთ უბანში მიმდინარე სამუშოებს გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი გაეცნო.
პროექტი როგორც ჭაბურღილის, საქლორატოროს, წყალსადაწნეო კოშკისა და სანიტარული ზონის მოწყობას, ასევე, ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟებას ითვალისწინებს.
პროექტის ღირებულება 474 474 ლარია.
აღსანიშნავია, რომ ე.წ. ნახალოვკის უბანში მცხოვრებ 120 – მდე ოჯახს, სოფლის სხვა დანარჩენი უბნებისგან განსხვავებით, დღემდე სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა.
მიმდინარე პროექტის დასრულების შემდეგ, აღნიშნულ ოჯახებს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდებათ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები