ბესიკ ამირანაშვილი ასპინძის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს შეხვდა
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი ასპინძის მუნიციპალიტეტში მერსა და ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისათის გაწეული დახმარების საკითხი განიხილეს.
სახელმწიფო რწმუნებულმა, უშუალოდ სამსახურის ხელმძღვანელებისგან მოისმინა ინფორმაცია მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციისას გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების, სოციალური და სხვა ტიპის სერვისების შესახებ, რომლებსაც მუნიციპალიტეტის მერია სთავაზობდა ცალკეულ მოწყვლად ჯგუფებს.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ პროექტებს, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას. შეხვედრის შემდეგ მხარის რწმუნებულმა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ადგილზე მოინახულა ასპინძის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები
ბესიკ ამირანაშვილი რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მსგავს შეხვედრებს გამართავს და არსებულ საჭიროებებს პრობლემებს პირადად გაეცნობა.