თეთრიწყაროში 4 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ქალაქ თეთრიწყაროში 4 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ამჯერად რეაბილიტაცია ბარნოვის, ბესიკის, ოძელაშვილის ქუჩებსა და ჭავჭავაძის ჩიხს უტარდება.
მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში ასფალტო-ბეტონის 1400 მეტრამდე საავტომობილო გზის მონაკვეთი მოეწყობა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქალაქ თეთრიწყაროში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 კილომეტრამდე საავტომობილო გზას.
სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და ივლისის ბოლოს დასრულდება.
პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერაა დაფინანსებული და ღირებულება 490 000 ლარს შეადგენს.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “გზამშენი 2014” ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოებს თეთრიწყაროს მუნციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე და მერის პირველი მოადგილე დევი დევიძე ადგილზე გაეცნენ.