თელავში რამდენიმე ქუჩის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრასტრუქტურული სამუშაოები სრული დატვირთვით მიმდინარეობს. როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, თელავში, ქლუხორის, ბოჭორიძეებისა და სოფელ კურდღელაურის N 22 ქუჩის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

“400 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო სანიაღვრე არხი. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 82 293 ლარით ლარით დაფინანსდა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა საგზაო-სარემონტო-სამშენებლო კომპანია “სერპანტინმა” შეასრულა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები