ქუთაისის ინფექციურში კოვიდინფიცირებულ პაციენტთა რაოდენობა ერთით გაიზარდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა. 32 წლის მამაკაცს გერმანიაში მოგზაურობის ისტორია აქვს. ის თბილისის ინფექციური კლინიკიდან დადასტურებული ინფექციით ქუთაისში გადაიყვანეს.
მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
“52 წლის პაციენტი გადმოყვანილი იქნა თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან, მას კორონავირუსი გუშინ დაუდგინდა. პაციენტის სურვილის შესაბამისად ის ჩვენს კლინიკაში მოთავსდა. მისი მდგომარეობა საშუალოს სიმძიმისაა. პაციენტს შესაბამისი მკურნალობა უტარდება”,- განაცხადა კლინიკის მთავარმა ექიმმა თემურ ნადირაძემ.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში, ამ დროისთვის 4 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთ-ერთს ლაბორატორიულ კვლევას ხვალ ჩაუტარებენ. ორი უარყოფითი პასუხის შემთხვევაში პაციენტი კლინიკას დატოვებს. ქუთაისში Covid-19 სულ 41-მა პაციენტმა დაამარცხა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები