რუსეთის “ელჩი” ოკუპირებულ აფხაზეთში: ყველას არ შეუძლია, თავს უფლება მისცეს კოლექტიურ დასავლეთს შეეწინაარმდეგოს

რუსეთი სოხუმს “საერთაშორისო აღიარებისა და ქვეყნებთან კონტაქტების დამყარებაში” ძალიან ეხმარება – ამის შესახებ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ელჩმა ალექსეი დვინიანინმა ადგილობრივ მედიას განუცხადა. მისი თქმით, ყველა ქვეყანას არ შეუძლია დასავლეთის გამოწვევა და “აფხაზეთის აღიარება”.

“ეს კი იმით არის გამოწვეული, რომ არ გვსურს, იმ ქვეყნებს მივაყენოთ ზიანი, რომლებიც მზად არიან, სამართლიანობის ხმას მოუსმინონ და აფხაზეთი აღიარონ, თუმცა თბილისის დასავლელი მფარველების მხრიდან ზეწოლისა და ხშირად პირდაპირი შანტაჟის ეშინიათ. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთობლივი მუშაობა აჩვენებს, რომ რესპუბლიკას თანაუგრძნობს მსოფლოს უამრავი ქვეყანა, რომელსაც მსგავსი ისტორია აქვს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ბრძოლაში. თუმცა, ყველას არ შეუძლია, თავს უფლება მისცეს კოლექტიურ დასავლეთს, რომელიც საკითხში საქართველოს ინტერესებს იცავს, ანტირუსული განწყობების სანაცვლოდ, შეეწინააღმდეგონ პოლიტიკური თუ ეკონომიკური მიზეზით”, – ამბობს ალექსეი დვინიანინი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები