აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
ბათუმის ინფექციურi საავამყოფოს ლაბორატორიაში ჩატარებული 105 კვლევის შედეგი კორონავირუსზე უარყოფითია. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, “ცხელების ცენტრში”16 პირია მოთავსებული. მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
ბოლო მონაცემებით, აჭარაში ტესტირება გაიარა 14 941-მა პირმა. ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს. გარდაიცვალა ორი პირი. ამჟამად, აჭარაში არცერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ არის.
ცნობისთვის, საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში კოვიდინფიცირების 822 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 690 უკვე გამოჯანმრთელდა, მათ შორის 4 დღეს. გარდაიცვალა 13 ადამიანი.