ბათუმში, ზღვისპირას მდებარე თევზის კაფე-ბარი დაიწვა. შემთხვევა გამთენიისას, 6 საათზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, კვების ობიექტში გაზის ბალონი აფეთქდა, რამაც ნაგებობის ნგრევა გამოიწვია.
მიმდებარე ტერიტორიაზე თევზის ბაზარი და სხვა რესტორნებიც ფუნქციონირებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.