ბორჯომის მერიამ მაისში სოციალური პროგრამებისთვის 71 461 ლარი დახარჯა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამების ფარგლებში, მაისის თვეში 71 461 ლარის დაფინანსება გაიცა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა თანადგომა 353 ბენეფიციარს გაუწია.

მერიაში ამბობენ, რომ 22 116 ლარი 45 მოქალაქის სტაციონარული მომსახურების გაწევას მოხმარდა, მედიკამენტების შესაძენად 61 ბენეფიციარი 9 154 ლარით დაფინანსდა, 94 მრავალშვილიანი ოჯახის ყოველთვიური დახმარების პროგრამისთვის კი ჯამში 17 800 ლარი გამოიყო.

აღსანიშნავია, რომ მერიაში მოქმედი სოციალური პროგრამები ყოველთვიურთან ერთად, ერთჯერად დახმარებებსაც მოიცავს.

შეგახსენებთ, რომ პროგრამებით 4 და მეტშვილიანი ოჯახები, შშმ პირები, ახალდაქორწინებულები, ახალშობილების ოჯახები, 100 წელს გადაცილებული პირები, დედ–მამით ობოლი ბავშვები სარგებლობენ. ამასთან ერთად, მუნიციპალიტეტი მოქალაქეების სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებასაც უფინანსებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები