მიმდინარე წელს ზუგდიდში რეაბილიტაცია 60-მდე გზას ჩაუტარდება

ზუგდიდში, ჭაქვინჯის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბაღმარანის უბანში, საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს.

სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი – გიორგი შენგელია გაეცნო. რეაბილიტირდება 5 კილომეტრამდე საავტომობილო გზა, რომლის ღირებულება 1 600 000 ლარია. ეწყობა სანიაღვრე არხები.

გიორგი შენგელიას ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა 21 ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს, ზუგდიდში კი 36 გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

ჯამში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 60-მდე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები