თორნიკე რიჟვაძე: კრიზისულ ეტაპზე საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობისა და ეკონომიკის სტიმულირების მიზნით, მნიშვნელოვანი ინიციატივები განხორციელდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის უმაღლესი საბჭოს წინაშე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას, COVID 19 -ის გავრცელების შეკავების მიზნით, როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული ღონისძიებები შეაჯამა.

როგორც მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და აჭარაში შექმნილი რეგიონული შტაბის მუშაობის შედეგია ის, რომ დღეს რეგიონში ახალი ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ არის და ბათუმი გამოცხადდა “მწვანე ზონად”.

,,გაკეთდა მაქსიმუმი, რომ არც ერთი ადამიანი არ დარჩენილიყო ელემენტარული ზრუნვის გარეშე. არ დაგვიკლია რესურსი, რომ ჩვენი მოქალაქეები მშვიდად გამოსულიყვნენ ამ პროცესიდან. კონკრეტული სტატეგია, რომელიც მიზნად ისახავდა შეჩერებას, გულისხმობდა ეპიდოლოგების და პროფესიონალების რეკომენდაციების გათვალისწინებას და ეკონომიკის აღდგენას”,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მისივე თქმით, მყისიერად მოხდა ბიუჯეტში 23 მლნ ლარის მობილიზება. 7 300 000 ლარი გამოიყო საკარანტინე ზონების მოსაწყობად რეგიონში, რითაც 8600-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. საკარანტინე ზონები იყო შესაძლებლობა ეკონომიკური ზარალის წინაშე მდგომი სასტუმროებისთვის, შეენარჩუნებინათ პერსონალი და შესაბამისად ეს ადამიანები არ დარჩენილიყვნენ უმუშევრად. აჭარის მთავრობის ჩართულობით არაერთი მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში.

“აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახებისთვის 7000 სასურსათო კალათის შესაძენად 367 332 ლარი დაიხარჯა. არ დარჩენილა არც ერთი მოწყვლადი ოჯახი სასურსათო კალათის გარეშე.

10 დღის განმავლობაში აეწყო ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო და მოეწყო როგორც “კოვიდ 19″-ის მართვის კლინიკა, რისთვისაც ჯანდაცვის სამინისტროდან გამოიყო 9 000 000 ლარი.

საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმით მხოლოდ აჭარაში 6000 ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.

საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობისა და ეკონომიკის სტიმულირების მიზნით, კრიზისულ ეტაპზე სხვადასხვა ინიციატივა განხორციელდა, კერძოდ ინვესტორებისთვის 6 თვით მოხდა ვალდებულების გადავადება და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში პირგასამტეხლოები არ დაეკისრათ”,- აღნიშნა რიჟვაძემ.

მიუხედავად იმის, რომ აჭარა იყო განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე როგორც საზღვრისპირა რეგიონი ჯანდაცვის სამინისტრომ მოახერხა რომ კლინიკური მართვის ნაწილში აჭარა იყო სამაგალითო რისთვისაც მთავრობის თავმჯდომარემ ექიმებს მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები