დმანისის მუნიციპალიტეტში 4 სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
დმანისის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში კამარლოს, იაღუფლოს, მაშავერასა და სარკინეთის სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაoები ეტაპობრივად, მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში განხორციელდება.
როგორც “რეგიონულ კვირას” ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განუცხადა, ამ ეტაპზე, 4 სკოლაში მიმდინარეობს სამუშაოები და კიდევ წლის მანძლზე დაემატება 3 სკოლა.
„ჩვენ ვნახეთ დმანისის მუნიციპალიტეტის ოთხი სკოლა, სადაც გათბობის სისტემები მონტაჟდება. მოგეხსენებათ, დმანისი მაღალმთიანი რეგიონია და მთავარი გათბობის მოწესრიგება იყო. ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კვანძები და სახურავები“ , – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
დმანისის მერის გიორგი ტატუაშვილის განცხადებით კი აგვისტოს დასაწყისისთვის დასრულებული იქნება ოთხივე სკოლის რეაბილიტაცია.
„ დმანისის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე, 4 სკოლის რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს. ოთხივე სკოლაში დაწყებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები. 5 ივნისიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა COVID-19 – ის გამო სასწავლო პროცესი შეცერებულია სექტემბრამდე და ჩვენ გამოვიყენეთ ეს პერიოდი. მეწარმეებმა საკუთარი ნებით გამოიჩინეს ინიციატივა და დაიწყეს პროცესი. დამატებით ვგეგმავთ სამი ობიექტის დამატებას თუ მოესწრება“ , – განაცხადა გიორგი ტატუაშვილმა.
საჯარო სკოლებში არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 361 790 ლარის ღირებულების სამუშაოები განხორციელდება.