მეხანძრე-მაშველებმა გომის მთაზე დაკარგული ახლგაზრდა მამაკაცი იპოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, ორდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, დაკარგული მამაკაცი იპოვეს.
საძიებო სამუშაოებში გურიის სამმართველოს ათკაციანი ჯგუფი იყო ჩართული. მათ სამაშველო დრონით იმერეთის სამმართველოს მაშველები ეხმარებოდნენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ხიდოს მთაზე, საზაფხულო საძოვრებზე, მიტოვებულ კარავში იპოვეს. ის თავს სუსტად გრძნობს, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველებს ახალგაზრდა მამაკაცი საავტომობილო გზაზე ჩამოჰყავთ, საიდანაც მისი სტაციონარში გადაყვანა მოხდება .